საინფორმაციო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების გამო, აუცილებელია პერსონალურ მონაცემთა
დაცვა. ეს არის უფლება, რომელიც დაცულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ინსტრუმენტებით და
უკავშირდება ახალ და მნიშვნელოვან გამოწვევებს, როგორიცაა თვალთვალი, კომუნიკაციაზე კონტროლი
და მონაცემთა შენახვა. წინამდებარე სახელმძღვანელო შექმნილია სამართალმცოდნეებისათვის,
რომელთა სპეციალიზაციაც არ არის მონაცემთა დაცვა. ნაშრომი აღწერს ევროკავშირისა და ევროპის
საბჭოს შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოს, განმარტავს საკვანძო სამართლებრივ პრეცედენტებს და
მოკლედ მიმოიხილავს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს ძირითად გადაწყვეტილებებს. სახელმძღვანელოში წარმოდგენილია
ჰიპოთეტური სცენარებიც, მონაცემთა დაცვის ცვალებად სფეროში ურთიერთდაკავშირებული საკითხების
პრაქტიკული ილუსტრაციისათვის